ზურაბ აბაშიძე პროკურატურაში დაიბარეს

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე პროკურატურაში დაიბარეს. აბაშიძე 2009 წლის ინციდენტთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსით იკითხება.
როგორც  მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება 2009 წლის 15 ივნისის ინციდენტს, როდესაც მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან.
„იცით, რომ ჩვენი მხრიდან არერთხელ დაისვა საკითხი 2009 წლის 15 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, სადაც გახლდით მეც. სადაც ძალიან სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მივიღე. წინა ხელისუფლების დროს პრინციპში გამორიცხული იყო ამ თემებზე საუბარია და გამოძიების მოთხოვნა, მაგრამ ამ ხელისუფლების დროსაც ეს საკმაოდ გაჭიანურდა. დღეს, როგორც ჩანს, დაიწყო ამ საქმეზე გამოძიება. ძალიან კარგია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები