“საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას ზაფხულიდან დაიწყებენ”

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას ზაფხულიდან დაიწყებენ, თუმცა, დეპუტატის განმარტებით, პირველ ხანებში, საზღვარზე მკაცრი მოთხოვნები იქნება. შესაბამის საკითხზე ბერძენიშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ჩვენი მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ ზაფხულიდან უნდა წავიდნენ. პირველ ხანებში, საზღვარზე მკაცრი მოთხოვნა იქნება, რომ ყველა პირობა საჭიროა და რისი უფლებაც აქვთ, იკითხავენ. მეორე ხანებში, მიგვეჩვევიან და აღარ გვკითხავენ. პირველ ხანებში გვკითხავენ: გვაქვს თუ არა მოწვევა, ვინმე გვხვდება თუ არა, რამდენი ხნით მივდივართ, გვაქვს თუ არა წასვლა-წამოსვლის ბილეთი და სად ვაპირებთ იქ ცხოვრებას?! „იქ რამეს მოვახერხებ“, – ეს პასუხი შეიძლება არ მოეწონოთ და გვკითხავენ, დღეში 50 ევრო გვაქვს თუ არა“,- განაცხადა ბერძენიშვილმა. ბერძენიშვილმა განმარტა,რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ყოველ 180 დღეში 90 დღე ევროპაში დაჰყონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები