შსს დეკემბრის და იანვარ-დეკემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

2015 წლის დეკემბერში, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 3612 დანაშაული, რომელთაგან 1357 გახსნილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო აქვეყნებს, სადაც 2015 წლის დეკემბრის და იანვარ-დეკემბრის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემებია განთავსებული.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება (2015 წლის დეკემბერი) 2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ დანაშაულის გახსნის პროცენტია 37.57%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%. შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით (2015 წლის დეკემბერი) 2015 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2446 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1185 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 48.45%. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული მატებაა +8.71%.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება (2015 წლის იანვარ-დეკემბერი) 2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 35096 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 21176 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.34%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.92%. შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით (2015 წლის იანვარ-დეკემბერი) 2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 25494 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17177 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.38%. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.72%.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები მოიცავს საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებას და საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები