„თი-ბი-სი“ ბანკის განახლებული VIP ოფისი გაიხსნა
პერსონალური საბანკო მომსახურების განახლებული ოფისი უკვე გაიხსნა მარჯანიშვილის 7 ნომერში, „თი-ბი-სი“ ბანკის სათაო ოფისში.
ოფისის ინტერიერი ძალიან მყუდროა, ბანკის VIP მომხმარებლებს შეუძლიათ დაისვენონ და პარალელურად ფინანსური და საბანკო საქმეები მოაგვარონ. ამაში მათ მაღალკვალიფიციური პირადი ბანკირები ეხმარებიან, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და კონფიდენციალობის სრული დაცვით, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად უწევენ მათ მომსახურებას.
განახლებულ ოფისში ყველა დეტალი მომხმარებლის კომფორტისთვისაა შექმნილი, მათ შორის ინვენტარიც, რომელიც ნატურალური მასალისგანაა დამზადებული.
ახალ დიზაინზე კომპანია „ოპერა დიზაინმა”, კერძოდ, ქართველმა არქიტექტორმა, ლევან მუშკუდიანმა იმუშავა.
R