“მილსადენს ფიზიკურად არ შეუძლია, რომ აზერბაიჯანმა უფრო მეტი ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს”

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, იმ მილსადენს, რომლიდანაც საქართველო ბუნებრივ აირს აზერბაიჯანისგან იღებს, ფიზიკურად არ შეუძლია იმაზე მეტი მოცულობის გატარება, რასაც დღეს ატარებს.
როგორც კალაძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, თუ აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულ მილსადენზე გარკვეულ ინვესტიციებს და სამუშაოებს განახორციელებს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივი აიღის მოწოდების მოცულობა გაიზრდება, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას, გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
“იმ მილსადენს, რომელიდანაც ჩვენ ბუნებრივ აირს ვიღებთ, ფიზიკურად არ შეუძლია, რომ უფრო მეტი ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს. თუ ისინი ამ მილსადენზე გარკვეულ ინვესტიციებს განახორციელებენ, კომპრესორები დაყენდება, ამას რამოდენიმე მილიონი სჭირდება და ეს ერთ წელში ვერ გაკეთდება. ამას გარკვეული დრო სჭირდება და ზამთარში გამორიცხულია ამის განხორციელება, იმიტომ რომ ზამთარში ჩვენ ყველაზე დიდი მოხმარება გვაქვს და ეს არის ის მილსადენი, რომლითაც ჩვენ ბუნებრივ აირს ვიღებთ. თუმცა ზაფხულში შესაძლებელია ეს სამუშაოები შესრულდეს, რადგანაც ჩვენი მოხმარება ძალიან დააბალია”,- აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები