ენერგეტიკის მინისტრი “გაზპრომის” წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას ხვალ გამართავს

“გაზპრომის” წარმომადგენლებთან მომდევნო შეხვედრა ხვალ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრება.
როგორც გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი არ დაესწრება.
“ამ შეხვედრაში მონაწილეობას მე მივიღებ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და დარგისთვის მისაღები იქნება. შეხვედრაზე ბატონი მილერი არ იქნება, ჩვენგან სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეტალებს გაგაცნობთ, თუ როგორ დასრულდა მოლაპარაკება. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს შეხვედრები გამჭვირვალე იყოს, ყველა შეკითხვას ამომწურავ პასუხს ვცემთ. ასევე, ვცემთ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც ეხება ბერა ივანიშვილის შეხვედრებზე ყოფნას თუ არყოფნას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულიად გახსნილები ვართ”,- აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები