კუჭავას ადვოკატის განცხადებით, პოპოვი მასთან შეხვედრას ფარული კამერით იწერდა

ბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე, დავით პოპოვს შეხვდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ პოპოვების მანქანაში მოიკლა თავი “საქართველოს ხმის” დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ.
შეხვედრა ადვოკატ ნათია კორკოტაძესა და დავით პოპოვს შორის დიღომში, პოპოვის ინიციატივით გაიმართა.
კუჭავას ადვოკატის განცხადებით, მასთან მისული დავით პოპოვი შეხვედრას ფარულად იღებდა. ნათია კორკოტაძის თქმით, მას ტანსაცმელზე მიმაგრებული ჰქონდა ფარული კამერა, რომელიც მათ შეამჩნიეს, სწორედ ამის შემდეგ მიიღო პოპოვმა წასვლის გადაწყვეტილება.
თავად პოპოვმა განაცხადა, რომ ის ბიძინა კუჭავას იცნობდა და ორჯერ ჰყავდა ნანახი.
“თავი მოიკლა იმ კაცმა და რა გინდათ ჩემგან, 2 ჯერ მყავდა ნანახი“, – განუცხადა პოპოვმა ჟურნალისტებს.
შეხვედარის დროს დავით პოპოვმა ტერიტორია მოულოდნელად დატოვა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოპოვს სურდა, შეხვედრა ფარულად გადაეღო და შემდეგ კადრები როგორც მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი, ისე წარედგინა პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები