ეკა ბესელიამ პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო – რას სწერს მსჯავრდებული დეპუტატს
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პირველი წერილი უკვე გამოაქვეყნა. როგორც ბესელია აღნიშნავს, წერილის გამოქვეყნების მიზანია, ხმა მიაწვდინონ შეწყალების კომისიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს, რათა ამის შემდეგ მაინც მიაქციონ სათანადო ყურადღება ამ პატიმრებს.
“ვიწყებთ პატიმართა იმ წერილების საჯაროდ გამოქვეყნებას, ვინც მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისია უსამართლოდ ექცევა პატიმრებს და ჩვენი კომიტეტისგან ითხოვენ რეაგირებას. რადგან შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავჯდომარეები მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, გადავწყვიტეთ პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით გავასაჯაროვოთ იმ პატიმართა საჩივრები, ვინც მიიჩნევს, რომ ის თავად უსამართლობის მსხვერპლია. იქნებ მათი ხმა მივაწვდინოთ შეწყალების კომისიის თავჯდომარესა და პრეზიდენტს და იქნებ ამის შემდეგ მაინც სათანადო ყურადღება მიაქციონ მათ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“, – წერს ბესელია ფეიბუქის ოფიციალურ გვერდზე და პატიმრის წერილს აქვეყნებს, რომლის ავტორი პატიმარი ბ. ანთიაა.
ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში პატიმარი შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს აკრიტიკებს.