სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების ძალების ბლოკსაგუშაგოების საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნა (ვიდეო)

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მარიუპოლში მგზავრობაა ასახული. ვიდეოზე გადაღებულია უკრაინის სამხედრო საგუშაგოების კადრები და ოპერატიული რუკა. ვიდეო დონბასში სააკაშვილის ვიზიტს ასახავდა.
როგორც უკრაინული არხი “1 + 1” იუწყება, გავრცელებული ვიდეო უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების საგუშაგოების ადგილმდებარეობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
„რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორმა ბატალიონ „შტურმის“ მებრძოლები მოინახულა. პარალელურად ეს გადაიღო და ვიდეო, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცების ბლოკსაგუშაგოები და რუკაც კია ნაჩვენები, ინტერნეტში განათავსა. ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ უკვე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები“,- წერს უკრაინული მედია.
ჟურნალისტის თქმით, ჩანაწერში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 14 იანვარს გაავრცელა, ყველაფერია ნაჩვენები, მათ შორის საიდუმლო ბლოკსაგუშაგო, მეთაურის განმარტებები და მითითებები, რუკა და რაც მთავარია, მასზე მებრძოლების სახეები ჩანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები