ზესტაფონი – ქუთაისის მონაკვეთზე მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი – ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთზე, 5 კმ-მდე მანძილზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცალი მიმართულებით, ახალ გზაზე გადაერთო.
ცნობისთვის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2- კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები. აღნიშნული გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები