რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორი კანდიდატია წარდგენილი

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს. სრკ-ის წევრების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა 18 იანვარს, 13:00 საათზე დასრულდა. წარდგენილია ორი კანდიდატი – გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე. რაგბის კავშირის საერთო კრება საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს აირჩევს.
ცნობისთვის, სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნები რაგბის კავშირის საერთო კრებაზე, 24 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები