ფოთის ნავსადგურში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ნავთობპროდუქტები ჩაღვარა

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ასევე მას მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.
გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გამოავლინეს. საქართველოს ტერიტორიულ წყლებს სამართალდამრღვევი ჯარიმისა და ზიანი თანხის ანაზღაურების შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები