დავით უსუფაშვილი: უდიდესი ბედნიერებაა, იყო თქვენი თანამედროვე

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღე და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
დავით უსუფაშვილის თქმით, პატრიარქის ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებულია.
„თქვენო უწმინდესობავ! გილოცავთ დაბადების დღეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! სრულიად განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. თავსდატეხილი ქარტეხილების გამო ხშირად თავგზააბნეულებს, დათითოკაცებულებს და სასოწარკვეთილებს თქვენ გვამშვიდებდით, გვაერთიანებდით და გვაიმედებდით.
უდიდესი ბედნიერებაა, იყო თქვენი თანამედროვე. თუმცა, თქვენი უპირობო სიყვარულითა და თანადგომით განებივრებულებს ჯერ კიდევ ბევრი ჯაფა გვმართებს, რათა შევძლოთ თქვენი მხრებისთვის მონდობილი ჩვენი წილი კერძო და საზოგადო ტვირთის ზიდვა… გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს! თქვენ საქართველოს კვლავაც ძალიან სჭირდებით!“, – ნათქვამია უსუფაშვილის მილოცვის წერილში.
4 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 83 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები