იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ხვდებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ესწრებიან.
მოსამართლე წევრები არ ეთანხმებიან სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ე.წ. კლანებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რა პრეტენზიები აქვს მამუკა ახვლედიანს. ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია მისი განცხადებები. მოსამართლეების ნაკლებობის პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ საქალაქო სასამართლოს პრობლემა არ არის. ასევე საინტერესოა, რას გულისხმობს ბატონი მამუკა ახვლედიანი, როდესაც კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს. ჩვენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ვისაუბროთ. შესაბამისად, კარგი იქნება, დღეს მისი დასაბუთებული არგუმენტაცია მოვისმინოთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა თამარ ალანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები