ნარმანია უგულავას “მორიგ შეცდომას” ასაჯაროვებს

თბილისის მერი დავით ნარმანია პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საფეხბურთო მოედნის ნგრევის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოედნის ადგილას მშენებლობის ნებართვა მისი მერობის დროს არ გაცემულა.
„ამ ქუჩაზე მშენებლობის წინასწარი ნებართვა 2014 წლის გაზაფხულზე ჩვენმა წინამორბედებმა გასცეს. ეს არის მათ მიერ დაშავებული კიდევ ერთი რამ, როდესაც ჩვენს ქალაქს წლების განმავლობაში უყიდიდნენ სკვერებს, ბავშვთა სათამაშო მოედნებს და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ინვესტორთან, ჩართულია ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის სამინისტრო, რათა ბავშვები აღარ დაგვრჩეს სათამაშო მოედნების გარეშე”, – განმარტა დავით ნარმანიამ.
დღეს ყოფილმა და მოქმედმა სპორტსმენებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნის დანგრევა გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები