ყინვა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო 4-10 იანვრის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ზოგიერთ რაიონში 4-5 იანვარს ნალექი შენარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით. ღამის საათებში დაბლობსა და ბარში ყინვაა, მოსალოდნელი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ტემპერატურა ბარში – 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში 7 გრადუსამდე დაეცემა.
მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში კი თოვლი.
“6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი, ხოლო დღისით +6, +11 გრადუსი”, – აცხადებენ სააგენტოში.