ფინანსთა სამინისტრო: ზოგიერთ სიგარეტზე ფასის ზრდა კონკრეტული მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსმა გამოიწვია

“აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას სიგარეტის გაძვირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – ამის შესახებ განმარტებას ფინანსთა სამინისტროში აკეთებენ. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ სიგარეტზე ფასის ზრდა კონკრეტული მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსმა გამოიწვია.
“ზოგიერთ სიგარეტის სახეობის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას. ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს”, – აცხადებენ სამინისტროში.
1 იანვრიდან რამდენიმე სახეობის სიგარეტზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. “პარლამენტის“ ღირებულება 10 ლარია, ხოლო “მარლბოროს” ფასი 8 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები