თბილისში რამდენიმე სახეობის სიგარეტი გაძვირდა
თბილისში რამდენიმე სახეობის სიგარეტი გაძვირდა. ფასმა კომპანია “ომეგას” მიერ შემოტანილ სიგარეტებზე მოიმატა.
“პარლამენტის” ღირებულება 10-11 ლარია, ხოლო “მარლბოროს” ღირებულება 8-9 ლარს შეადგენს.
არსებული ინფორმაციით, “ომეგა”-ს დისტრიბუტორებს ნაწარმი ზოგიერთ სავაჭრო ობიექტზე უკვე ერთი თვის განმავლობაში არ შეუტანიათ.
საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი კომპანიების განმარტებით, ფასზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. გაძვირების სავარუდო მიზეზად კი აქციზის მოსალოდნელი ზრდა სახელდება.
“რამდენად გაზრდის სახელმწიფო აქციზის ფასს ვერ გეტყვით და იმის მიხედვით გავზრდით ჩვენც”, -ეს განცხადება “კურიერთან” საუბრისას კომპანია “ბი და ჯი”-ს გაყიდვების მენეჯერმა ირაკლი თოლომაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო აქციზის ფასის გაზრდას გეგმავს, სიგარეტის გაძვირება “ჩვეულებრივი მოვლენაა”.
კომპანია “ბი და ჯი”-ს საქართველოში “გალუაზი”, “დავიდოვი” და “ემ ემ”-ი შემოაქვს, რომლის გაძვირებასაც მათი შემომტანები არ გამორიცხავენ.