3 იანვარს საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი

ხვალ, 3 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე, მთაში -16 გრადუსამდე, მაღალ მთაში კი -23 გრადუსამდე დაიწევს.
რაც შეეხება დედაქალაქ თბილისს, 3 იანვარს თბილისში -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
გზებზე შესაძლებელია ლიპყინული, ელექტროსადენებზე კი – შემოყინულობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები