სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პაპიძის ადვოკატ ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, რაც ნიშნავს, რომ განხილვას მხარეები არ დასწრებიან.

საჩივარში დაცვის მხარე პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი.

“მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ, ეზოში, გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები