ომაბამ ამერიკელები შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკის მოსახლეობა, ახალი წლის დღესასწაულების დროს, რამდენიმე ქალაქში შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილა.
CNN-ის ინფორმაციით, პოტენციურ საფრთხეებს შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ვაშინგტონი დაასახელა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად გამგზავრებამდე, ობამამ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს ამის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
საუბარია, ძირითადად, შობას და ახალ წელს შორის პერიოდზე.
შეგახსენებთ, დღეს „ბი-ბი-სიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიის დედაქალაქში უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ ფეიერვერკები გააუქმა. გასულ წელს ბრიუსელში საახალწლო ღონისძიებებს 100 ათასი ადამიანი დაესწრო. ასეთ სიტუაციაში უსაფრთხოების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე უსაფრთხოების მიზნით საახალწლო ღონისძიებები ნაწილობრივ გაუქმდა საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და აშშ-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები