მოლდავეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე დააკავეს

მოლდავეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი ბათუმელი“ დააკავეს. publika.md-ის ინფორმაციით, გორაძე კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ის ყალბი საბუთებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.
34 წლის მინდია გორაძე 72 საათით დააკავეს. ამის შემდეგ მიგრაციის ბიუროს თანაშმრომლებმა სასამართლოს მიმართეს გორაძისთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. გორაძეს მოლდავეთში შესვლა ხუთი წლით აეკრძალა. ამჟამად ქვეყნიდან მისი გაძევება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები