ტულასთან ახლოს ქალი და ორი ბავშვი მოკლული იპოვეს

რუსეთის ტულის ოლქში ქალი და ორი ბავშვი მოკლეს. ახალგაზრდა ქალის და ორი ბავშვის ცხედრები ქალაქ ალექსინოში, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები არიან და ტულის ოლქში დონეცკიდან ჩავიდნენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები