პარიზში, ბრიუსელში, ვენასა და ნიუ-იორკში საახალწლო ფეიერვერკები გააუქმეს
ტერორისტული აქტების საფრთხის გამო, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ასევე ნიუ-იორკში, ზოგიერთი საახალწლო ღონისძიება გაუქმდა. კერძოდ, აიკრძალა ფეირვერკები. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სადაც პოტენციურად ტერორისტების თავდასხმის საფრთხე არსებობს, უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული. ფეიერვერკები აკრძალეს ასევე გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ძირითადად, იქ, სადაც მიგრანტები არიან განთავსებულები.
უსაფრთოხების ზომები გაძლიერებულია დიდ ბრიტანეთშიც. ლონდონში ახალი წლის დღეებში წესრიგს 3 ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს.