ფილიპინების არმიამ დაჯგუფება „აბუ საიაფის“ ათი „ბოევიკი“ მოკლა

 ფილიპინების არმიამ ტერორისტული დაჯგუფება „აბუ საიაფის“ ათი „ბოევიკი“ მოკლა. ამის შესახებ სააგენტო DPA  იუწყება.
შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების განცხადებით, შეტაკება ქალაქ პატიკულაში მოხდა, ორმხრივი სროლის დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ქვეყნის შეაიარაღებული ძალები მძევლების გათავისუფლების ოპერაციას ატარებდნენ. დაჯგუფება „აბუ საიაფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში „ალ-ქაიდას“ მაშინდელი ლიდერის, უსამა ბინ ლადენის დაფინანსებით შეიქმნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები