კანადური ავიაკომპანიის თვითმფრინავი ქალაქ კალგარიში საგანგებოდ დაფრინდა

Air Canada-ს თვითმფრინავი იძულებული იყო, ძლიერი ტურბულენტობის გამო ქალაქ კალგარიში ავარიულად დამჯდარიყო. CBC-ის ინფორმაციით, 21-მა ადამიანმა ტრავმები მიიღო.
ავიალაინერი შანხაიდან ტორონტოში მიფრინავდა. მისი დაშვების შემდეგ 8 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეკიპაჟმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ლაინერი კალგარის აეროპორტში რაიმე გართულების გარეშე დაჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები