გიგლა აგულაშვილი: სამინისტროების მიხედვით მნიშვნელოვანი ინიციატივების განხილვა მოხდება
გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სამინისტროების მიხედვით მნიშვნელოვანი ინიციატივების განხილვა მოხდება.
როგორც აგულაშვილმა განმარტა, დღევანდელი დღე ხანგრძლივი არა მხოლოდ დროის, არამედ შინაარსობრივად საკითხებისადმი ჩაღრმავების თვალსაზრისით იყო.
“პირველი სამუშაო დღე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ეს იყო ხანგრძლივი არა დროის თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივად საკითხებისადმი ჩაღმავების თვალსაზრისით. ამავე დროს, ორიენტირებული იყო სამომავლო ახალ ინიციატივებზე, მეტ ჩართულობაზე.
როგორც ჩანს, უფრო მეტად გაღრმავდება და უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ სამინისტროების მიხედვით კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივების განხილვას და შემდეგ წარვუდგენთ საზოგადოებას განსახილველად”, – განაცხადა აგულაშვილმა.