მიხეილ ჯანელიძე: ქართული დიპლომატიის გაძლიერებისთვის შესაბამისი რეფორმები გატარდება

ქართული დიპლომატიის გაძლიერებისთვის შესაბამისი რეფორმები გატარდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც საგარეო პოლიტიკის კუთხით პრიორიტეტულია.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც არის საგარეო პოლიტიკის კუთხით პრიორიტეტული. პირველ რიგში, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაქსიმალური შედეგების მიღწევა ამ მიმართულებით. ეს არის ჩვენი რეგიონების ქვეყნებთან, მეზობლებთან მჭიდრო კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და სტრატეგიული პროექტების განვითრება, ხელშეწყობა, იქნება ეს სატრანსპორტო თუ სხვა ტიპის პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითრებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით, ჩვენი დიპლომატიის გაძლიერება და ამისთვის გავატარებთ შესაბამის რეფორმებს. ასევე გატარდება ის რეფორმები, რომლებიც არა მარტო ჩვენს დიპლომატიას წარმოადგენს ძლიერად მსოფლიო მასშტაბით, არამედ შეუქმნის უკეთეს პირობებს ჩვენს დიპლომატებს, ეს შეეხება მათ გრძელვადიან მივლინებებს და მათი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. ჩვენ, როდესაც კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მისი ხელმძღვანელობით ამ რეფორმების შესახებ შევიმუშავეთ ხედვები და ამ ხედვებს საჯარო განხილვისთვის უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ “, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები