პოლიციელის მკვლელობის გამო, თელავში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება

საპატრულო პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რასაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, თელავში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გადაიდო. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.
როგორც შიოლაშვილმა აღნიშნა, დაჭრილი პოლიციელი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მან მომხდარ ფაქტს შემზარავი უწოდა და განაცხადა, რომ თელავში, 31 დეკემბერს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება.
თელავში პოლიციის შენობის ეზოში სროლა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი საპატრულო პოლიციის ეზოში უკანა მხრიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.
დაჭრილია ასევე სამართალდაცველი ქალბატონი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება.
შსს-მ თელავში, საპატრულო პოლიციაზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, ცხელ კვალზე დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები