პოლიციელის მკვლელობის გამო, თელავში დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა
კახეთში, თელავში, ხვალისთვის დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი საახალწლო კონცერტისა და სხვა ღონისძიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობის გამო მიიღო.
რამდენიმე საათის წინ, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში, ერთი პოლიციელი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია.