გიორგი მღებრიშვილი თელავში, პოლიციელის მკვლელობის ადგილზე გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, პოლიციელის მკვლელობის ადგილზე გაემგზავრა. მან მთავრობის სხდომა დატოვა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი მკვლელობის ადგილზე არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნობა.
თელავში, პოლიციის შენობის ეზოში, პოლიციელი მოკლეს, ერთი სამართალდამცავი ქალი კი დაჭრილია და მას ოპერაცია უტარდება.  მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები