დავით სერგეენკო: ეკონომიკის სამინისტრო დაგროვებითი პენსიის კონცეფციაზე პრეზენტაციას გამართავს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში დაგროვებითი პენსიის კონცეფციაზე პრეზენტაციას გამართავს.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დაგროვებითი პენსიის პროექტში ყველა რისკი გათვლილია.
“დაგროვებითი პენსიის კონცეფციაზე ეკონომიკის სამინისტრო იყო და არის ლიდერი. მსოფლიო ბანკთან ერთად ყველა რისკი გათვლილი იქნა. მე ვფიქრობ, ეკონომიკის სამინისტრო სულ მალე გააკეთებს ფართო პრეზენტაციას და საზოგადოებას გააცნობს პროექტის როგორც დადებით მხარეებს, ისე პოტენციურ რისკებსაც”, – განაცხადა სერგეენკომ.