გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი უზრუნველვყოთ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს,–ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი გეგმავს, უახლოეს მომავალში შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ბიზნესისა და არასამთავრობო წრეების  წარმომადგენლებს.
„უახლოეს მომავალში დავიწყებთ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.  მინდა, ვთხოვო ბიზნესომუბდსმენ გიორგი გახარიას, რათა უახლოეს მომავალში გაუკეთოს ორგანიზება შეხვედრას საქმიან წრეებთან. მინდა, რომ შეხვედრაზე იყვნენ  არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესმენები, არამედ მოვიწვიოთ ახალი სახეები, ძალიან ბევრი ახალი მეწარმე და ბიზნესმენია და მინდა მათ შევხვდე. ასევე, უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს და მოვისმენთ მათ წინადადებებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე,”–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველ სხდომა იმართება, რომელსაც პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები