გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობის გამოცხადება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობის გამოცხადება მიულოცა, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს – დაბადების დღე.
“კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება გავიმეორო ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა პრემიერმა.