პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 წინააღმდეგი წავიდა.