ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს დღეს შეაფასებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ის სტუმარი იქნება. ივანიშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის 2-წლიან საქმიანობას შეაფასებს და უპასუხებს შეკითხვას, ვისი გადაწყვეტილებით ჩაიბარა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პორტფელი, ასევე ხედავს თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობას, რას ფიქრობს იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ჩაერევა თუ არა საარჩევნო სიების შედგენაში, შეინარჩუნებს თუ არა, მისი აზრით, კოალიცია ერთიანობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ა.შ.