პაატა ბურჭულაძე ახალ პრემიერ-მინისტრზე: პოლიტიკა არ შეცვლილა
„საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დამტკიცებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, მიუხედავად კვირიკაშვილისადმი სიმპათიისა, პოლიტიკა არ შეცვლილა. მისივე შეფასებით, ქვეყანა საკმაოდ დიდ კრიზისშია.
“მიუხედავად ჩემი სიმპათიებისა ბატონი კვირიკაშვილისადმი, მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა და, ფაქტობრივად, ერთი და იგივე გრძელდება. ქვეყანა საკმაოდ დიდ კრიზისშია და ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ, როგორ გამოვიყვანოთ აქედან, რადგან ხედვა არ არის სწორი”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.