პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის პირველ სხდომას მართავს
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველ სხდომას მართავს. სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 38 საკითხს განიხილავს. განსახილველ საკითხთა შორის არის ერთი საიდუმლო და 4 პროექტს შეეხება.
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა გუშინ დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 კი წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა”.