არჩილ თალაკვაძე ბანკის დაყაჩაღების მცდელობის დეტალებს ასაჯაროვებს

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ვაკეში ბანკის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტს ეხმაურება. როგორც მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, დილით ადრე “საქართველოს ბანკის” ფილიალში ნიღბით და იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ოფიცრებმა უსწრაფესი რეაგირება მოახდინეს.
„დილაადრიან მივიდა ნიღბით და იარაღით ბაზალეთზე, “საქართველოს ბანკის” ფილიალში. თანამშრომლებმა და დაცვის პოლიციელმა კარი არ გაუღეს. ესროლა ბანკის კარებს, დაამსხვრია და შიგნით შევიდა ფულის ასაღებად. ფილიალის დაყაჩაღებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინეს საპატრულო პოლიციის მამაცმა ოფიცრებმა! ეკიპაჟები: 209, 210, 213; პოლიციელები: ათეულის მეთაური ავთანდილ ებანოიძე, დავით ჭანტურია, თემურ ასანიძე, კობა ჭულუხაძე, გიორგი კოპალიანი, ბექა ბურდული – არიან ნამდვილი გმირები!!!
დამნაშავემ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა გეგეშიძის ბაღის მიმართულებით. პოლიციელებმა ცეცხლით უპასუხეს და დაედევნენ. ორმხრივი სროლის და დევნის შედეგად პოლიციელებმა დამნაშავე დააკავეს! რამდენიმე იარაღი, ჩანთა, ნიღაბი, ფული… ამოღებულია. პროკურატურა მისცემს პასუხისგებაში და ასევე გამოიძიებს, რა კავშირია ამ და სხვა ყაჩაღობებს შორის”,- წერს სოციალურ ქსელში მინისტრის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები