სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევის ფაქტს მანანა კობახიძე ეხმაურება

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.კობახიძის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა.
“მე პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, პატივს ვცემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, არ ვერევი მათ საქმიანობაში და ვერ მოვახდენ მათი გადაწყვეტილების რევიზიას, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო ბატონი მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება!“,-წერს მანანა კობახიძე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მანამდე, საზოგადოების ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აქტიურად მოუწოდებდა, არ მიეღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება.
ლევან მურუსიძის არჩევის გამო იუსტიციის საბჭოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის და სხვა საქმეებზე თავის დროზე გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებების გამო ლევან მურუსიძეს მოსამართლეობის უფლება არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები