„თი-ბი-სი“ ბანკისა და Allen International-ის ერთობლივი პროექტი – „თი-ბი-სი“ ბანკის ახალი კონცეფციის ფილიალები
„თი-ბი-სი“ ბანკი მომხმარებლებს ახალი კონცეფციის ფილიალებში მოემსახურება. ახალი კონცეფცია მომხმარებლების მიმართ მეტ გახსნილობას, ღიაობას გამოხატავს და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ცდილობს.
ორი ასეთი ფილიალი – დიდუბისა (წერეთლის 117) და საბურთალოს (ვაჟა-ფშაველას 95) რაიონებში მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
პროექტს „თი-ბი-სი“ ბანკი სტრატეგიული დიზაინის საერთაშორისო კომპანია Allen International-თან ერთად ახორციელებს. ეს არის მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1992 წლიდან არსებობს და ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: ING Bank, Santander, Raiffeisen, Lloyds, Virgin Media და სხვა.
„თი-ბი-სი“ ბანკმა Allen International-თან ერთად, მსოფლიოში მომსახურების სფეროში არსებული უახლესი მიღწევები დანერგა.
ახალი კონცეფციის დიზანი და ინვენტარი სრულიად განსხვავებულია „თი-ბი-სი“ ბანკის სხვა ფილიალების დიზაინისგან. აქ ყველა დეტალი წინასწარაა გათვლილი და ის მომხმარებლის ინტერესებზეა მაქსიმალურად მორგებული. ახალ გარემოში მომხმარებლისთვის ყველა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბარიერი მოხსნილია და მისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოა შექმნილი.
განსხვავებული დიზანის გარდა, თანამედროვე კონცეფციის ფილიალები ფუნქციურ დატვირთვასაც იძენს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისები მომსახურებას უფრო მარტივს და ეფექტურს ხდის.
„თი-ბი-სი“ ბანკის ფილიალების ახალ კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონცეფცია ფილიალების შესწავლის, რამდენიმე კვლევის ჩატარებისა და ბანკის წარმომადგენლებთან ინტერვიუების შედეგად შეიქმნა.
ახალი კონცეფციის ფილიალებში კიდევ ერთი სიახლე იქნება. სპეციალურად ამ სივრცეებისთვის „თი-ბი-სი“ ბანკმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები შეიძინა. ახალი ფილიალები სწორედ ამ ნამუშევრებით გაფორმდება. ამით „თი-ბი-სი“ ბანკი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას აგრძელებს.
უახლოეს მომავალში ახალი კონცეფციის ფილიალებს კიდევ ორი – ვარკეთილისა და ფოთის ფილიალები შეემატება. სამომავლოდ კი „თი-ბი-სი“ ბანკის ყველა ახალი ფილიალის გახსნა და უკვე არსებული ფილიალების გადაკეთება ამავე კონცეფციის შესაბამისად იგეგმება.