ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემა არ განხილულა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს,რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემა არ განხილულა.
“რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საგარეო უწყებებს შორის ამ თემის განხილვა არ მომხდარა”, – განაცხადა აბაშიძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიეკოს მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.