გიორგი ჩოგოვაძე: მიმდინარე წელი ტურისტების თვალსაზრისით რეკორდული იქნება

„მიმდინარე წელი საერთაშორისო ვიზიტორების, მათ შორის ტურისტების თვალსაზრისით, რეკორდული იქნება“, – ამის შესახებ განცხადება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ტურისტების შემცირების ტენდენციაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
მისივე მტკიცებით, 11 თვის მონაცემებით, თითქმის უკვე დავეწიეთ წინა წლის 12 თვის მაჩვენებელს.
“პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა სამწლიან ჭრილში, მე მოგახსენებთ წლევანდელ მდგომარეობას. 11 თვის მონაცემებით, თითქმის უკვე დავეწიეთ წინა წლის 12 თვის მაჩვენებელს და უკვე შეგვიძლია ხმამაღლა და თავდაჯერებით განვაცხადოთ, რომ წლევანდელი წელი რეკორდული იქნება, საერთაშორისო ვიზიტორების, მათ შორის ტურისტების თვალსაზრისითაც”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები