“ჯანდაცვის სფეროში ხარვეზები „გლობალური ალიანსის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით აღმოიფხვრება”

“გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ბერნარ კუშნერმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე „გლობალური ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვანელი, ექსპერტი პიტერ მაკარა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ფაქიზი და პრობლემატური სფეროა. პრობლემები ყველგან არის, თუმცა, ზუსტად ამისთვის არის დასახული მიზნად, რომ “გლობალური ალიანსის“ დახმარებით აღმოიფხვრას ხარვეზები და დარეგულირდეს პრობლემები. მთავარი და მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ბერნარდ კუშნერი ევროპული მოდელის კოპირებას ქართულ რეალობას პირდაპირ არ აპირებს. გათვალისწინებულია საქართველოში არსებული მდგომარეობა. ვიმედოვნებ, რომ მოხდება სიმბიოზური დამოკიდებულება და კონსულტაციები ჩვენს რეალობას მოერგება. მხოლოდ, ბატონი კუშნერი ვერ დაიწყებს ასეთ რეფორმაზე მუშაობას, თუ ქართულ ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ზედმიწევნით კარგად არ ეცოდინებოდა. საკმაოდ ბევრი შეხვედრების გვაქვს მასთან და ცდილობს, გაგვიწიოს კონსულტაციები, გარკვეულია რეალობაში და სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ პირველადი ჯანდაცვის მიამრთულებით საკმაოდ კარგი რეკომენდაციები გაგვიწია“, – განაცხადა პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელმა ნატო ბერიშვილმა.

როგორც ექსპერტმა პიტერ მაკარამ განაცხადა, საავადმყოფოები და პირველადი ჯანდაცვა ერთად უნდა იყოს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად აღიარა, სადაც მნიშვნელოვანი ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო და ეს მისასალმებელია.

„ჩვენი შემოთავაზება ასეთია, საავადმყოფოები და პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს ერთად. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი. ზოგადად, დიდი რეფორმის, დიდი ცვლილების განხოციელება ძალიან რთულია. ასეთია საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკოსების სტრატეგიები. ჩვენ მათ უნდა დავუმტკიცოთ ეფექტიანობა იმ დახარჯული თანხებისა, რაც ამ პროცესების დალაგებასა და დარეგულირებაში დაიხარჯება. სასურველია, დაავადებების პრევენციაში უფრო მეტი თანხის მობილიზება. სწორედ პროცესების სწორად დარეგულირებაში “გლობალური ალიანსისგან“ საჭირო და დროულ რეკომენდაციებს მიიღებთ“, – განაცხადა მაკარამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები