სოზარ სუბარი: როცა NDI 20%-იან ცდომილებას ჩამოსცდება, ამის შემდეგ ვენდობი

როცა NDI 20%-იან ცდომილებას ჩამოსცდება, მაშინ ვენდობი, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირის გზას უფრო კარგად “ნაციონალური მოძრაობა” წარუძღვებოდა, თუმცა, მინისტრის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველო საითაც წაიყვანა, ყველამ დაინახა. მისი თქმით, 50%-იან ცდომილებებზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

“ნაციონალური მოძრაობა” საითაც გაუძღვა საქართველოს, დავინახეთ. ეს იყო 2008 წლის კონფლიქტი და დაკარგული ტერიტორიები. ვერსად სხვაგან ვერ გაუძღვებოდა. რაც შეეხება NDI-ს, მათ მიერ დასახელებულ ციფრებთან 20%-იან ცდომილებას როცა ჩამოსცდებიან, ამის შემდეგ ვენდობი და გავაკეთებ კომენტარს. 50%-იან ცდომილებებზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები