დავით სერგეენკო: ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის დავით სერგეენკოსთვის გაუგებარია NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები. მისი თქმით, ის კვლევებზე რაიმე შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან არ იცის, საიდან იღებს ხალხი ამ მონაცემებს.
“ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ NDI ამ კვლევებს რაღაც სიხშირით აქვეყნებს, სადაც, სხვა შეფასებებთან ერთად, პოლიტიკოსების რეიტინგებიც არის, სადაც ჩემი თავიც არცთუ იშვიათად მინახავს.
აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ სოციოლოგიური კვლევების სპეციალისტი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები. შესაბამისად, გამიჭირდება, ამ კვლევებზე დაყრდნობით რაიმე ჩემი შეფასება გავაკეთო. უბრალოდ, გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი, საიდან იღებს ეს ხალხი ამ მონაცემებს, “, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები