„ჩემთვის ლევან ჩაჩუას დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა“

   ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ექსპერტ ლევან ჩაჩუას დაკავებას ეხმაურება. გოგლა ჟვანიასთვის ექსპერტის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის გაკეთებული განმარტება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება ექსჰუმაციას, როგორც ჟვანია აცხადებს, გარდაცვლილის ოჯახი ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე თანახმაა.
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირდაპირ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ჩემთვის მისი დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, არ ვიცოდი, ეს რომელ დღეს მოხდებოდა. მე მგონი, ეს საკმარისია. ჩვენ თანახმა ვართ, გამოძიების ყველა ეტაპზე გვერდით დავუდგეთ პროკურატურას“,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები