“უპირატესობები, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია იძლევა, ძალიან მალე გახდება თვალსაჩინო საქართველოს მოქალაქეებისთვის”

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, უპირატესობები, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია იძლევა, ძალიან მალე გახდება თვალსაჩინო საქართველოს მოქალაქეებისთვის.
“იგი ხელს შეუწყობს თქვენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას, დააკავშირებს ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან. მობილურობის თავისუფლება, ადამიანების უშუალო კონტაქტები ქვეყნებს შორის წარმოქმნის უამრავ შესაძლებლობას. თუ ეს სისტემა ამოქმედდება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტ ქართველს ვნახავთ, რომელიც უშუალო სარგებელს მიიღებს ცხოვრებაში ამ უფრო ღრმა და ახლო მიმოსვლით ევროკავშირთან. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ თავად ვიქნებით დაინტერესებული, ვნახოთ თუ რა უშუალო სარგებელს მოიტანს ეს ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს, რათა შეიქმნას პირობები ყველასთვის, რომ ისარგებლონ უპირატესობით. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, ყველას, ვისაც აქვს ქართული პასპორტი, შეუძლია ისარგებლოს ამ უპირატესობით”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონსფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები