“უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში დასაქმების საშუალებას არ იძლევა”

უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში დასაქმების საშუალებას არ იძლევა – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, შენგენის ზონაში უვიზოდ ჩასვლის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვინც ჩავა 90 დღით 180-დღიან პერიოდში.
“ყველა, ვისაც აქვს ქართული პასპორტი, ისარგებლებთ ვიზალიბერალიზაციით, ეს არის ადამიანების ის წრე, ვინც უშუალოდ მიიღებს სარგებელს ვიზალიბერალიზაციისგან.
ჩვენ ვსაუბრობთ რა თქმა უნდა, შენგენის ვიზებზე, ეს ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში უვიზოდ ჩასვლის შესაძლებლობა ექნება ყველას, ვინც ჩავა 90 დღით 180-დღიან პერიოდში. რა თქმა უნდა ეს რეჟიმი არ იძლევა შენგენის ზონაში დასაქმების საშუალებას. ამავდროულად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა, თუ ის შესრულდება, დაეხმარება სულ უფრო მზარდ რაოდენობას ქართველებისა, რათა თავისუფლად იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები