მანანა კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე: ეს დასტურია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომიის დადებით ანგარიშს.
“გილოცავთ მეგობრებო! ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას. დასტურია იმისა, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ნდობა სწორედ ჩვენ მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად. ქვეყანა წინ მიდის და ამ წინსვლას ვერაფერი შეუშლის ხელს“, – წერს მანანა კობახიძე.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში ვროპული კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ანგარიშში, რომელიც ევროპული პარლამენტისთვის და ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს შეიცავს, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა დანარჩენი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი მიღწევის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები